სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№16/29 - 01
13.09.2023
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წელს მაგისტრატურაში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გასაუბრის კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
შეიქმნას თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ მისაღები გასაუბრების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
გ) სოციალური მეცნიერების დოქტორი - კონსტანტინე პეტრიაშვილი;
დ) კვირკაშვილი ელისო - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.
2. სამაგისტრო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ გასაუბრება განხორციელდეს 2023 წლის 18 სექტემბერს 16 სთ-ზე., შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივესიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 609.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე